საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი დღეს განიხილავს
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock.com
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი დღეს განიხილავს.
ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ გუშინ გარკვეული შესწორებები გაჩნდა.
ცვლილებების ავტორებს შორის ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიენე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და პუნქტში, სადაც ოლიგარქიაზე არის საუბარი კონკრეტული სახელის და გვარის - ბიძინა ივანიშვილის ჩაწერას ითხოვენ. ასევე, ანგარიშში კეზერაშვილი და გვარამია მედია მენეჯერებად არიან ნახსენები, რომელთა წინააღმდეგ ხელიუსფლების მიერ ზეწოლა ხორციელდება.
შესწორებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში განწყობები არაერთგვაროვანია. დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბრისას ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი აცხადებს, რომ სანქციის დაწესება უნდა მოხდეს მაშინ, თუ იქნება მტკიცებულება.





