გივი მიქანაძე: ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვით ეგზიტპოლების საჭიროება ფაქტობრივად გამოირიცხება
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გივი მიქანაძის თქმით, ელექტრონული არჩევნები ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის საჭიროებას გამორიცხავს. ამ თემაზე საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ამ სისტემის დანერგვით ფაქტობრივად გამოირიცხება ეგზიტპოლების საჭიროება. აღარ იქნება პარალელური დათვლის შედეგების საჭიროება, ბათილი ბიულეტენები თითქმის არ იქნება და არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე წუთში საზოგადოებას ექნება ინფორმაცია თითოეულ უბანზე რომელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა რამდენი მხარდამჭერი ბიულეტენი მიიღო. რა თქმა უნდა, ეს შეამცირებს იმ დროს, რომელიც ცესკო არჩევნების შედეგებს საზოგადოებისთვის წარსადგენად სჭირდება. შესაბამისად, ოპოზიციას ყველანაირი სპეკულაციის საგანი ხელიდან გამოეცლება და, რეალურად, ჩვენი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იქნება დაცული“, - განაცხადა მიქანაძემ.





