ლანა გალდავა რეკომენდაციების შესრულებაზე: ჩვენ 12-ვე მიმართულებით მზად ვართ, მაგრამ, გვაქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი, თუ რომელ კანონპროექტს, რომელ პერიოდში დავაინიცირებთ
პოლიტიკა

ლანა გალდავა
ფოტო: Imedi.ge
ვაპირებთ რომ დავაინიციროთ ჩვენი კანონპროექტები - მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული, ასევე, საარჩევნო მიმართულებით. ამავდროულად, მომავალი კვირა დატვირთული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯერებული პოზიციები სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლანა გალდავამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ასე რომ, ჩვენ, 12-ვე მიმართულებით მზად ვართ, მაგრამ, გვაქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი, რომელ კანონპროექტს, რომელ პერიოდში დავაინიცირებთ“, - დასძენს გალდავა.
პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა გრძელდება. უკვე ცნობილია, რომ მომდევნო კვირას დაინიცირდება საპარლამენტო კონტროლთან და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტები.





