31 აგვისტო 2022, 13:38
გიორგი ვოლსკი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი დაესწრო, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრეს.
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე ქართველმა დეპუტატებმა, ასევე, სამშვიდობო პროცესების შესაძლო განვითარების გზები განიხილეს.



