ნინო დოლიძე შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: სამოქალაქო ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ერთად ვიდექით. ცალკე „სამართლიან არჩევნებთან“ რა მოთხოვნა აქვს არ ვიცი
პოლიტიკა

ნინო დოლიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მე არ ვიცი რა ულტიმატუმთან დაკავშირებით არის საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ვიდექით ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ ცალკე „სამართლიან არჩევნებთან“ განსაკუთრებით რა მოთხოვნა აქვს არ ვიცი, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ISFED სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი პარლამენტისადმი წაყენებულ ულტიმატუმებს გაემიჯნებიან.
„სწორედ ამიტომ გვინდა ჩართულობა და მონაწილეობა, რომ თუ კი რამით შეუძლია წაადგეს „სამართლიანი არჩევნების“ გამოცდილება და ცოდნა საარჩევნო რეფორმების გატარების ჯგუფს, აქ მიგვეღო მონაწილეობა. ეს იყო ჩვენი სურვილი და ეს იქნება მომავალშიც და სამართლიანი არჩევნები, ზოგადად, გააგრძელებს, რა თქმა უნდა, საარჩევნო რეფორმის მიმართულებით მუშაობას“, - აღნიშნავს დოლიძე.




