ვასილ დაბრუნდაშვილი
ილია ელოშვილი: ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება
პოლიტიკა

ილია ელოშვილი
„ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, თუმცა ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება“, - განაცხადა ენერგეტიკკს მინისტრმა ილია ელოშვილმა.
„მობილოზება საჭიროა მცირედი გამოვლინების დაუყონებლივ აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება ჩამოვარდნილ ვერტმფრენს, მიმდინარეობს დაგეგვმა როგორ მოხდება მისი გადაყვანა თბილისში. მოსაზრება რომ ვერტმფრენის ამოყვანა დროში გაიწელა მცდარია. საჭირო იყო არაერთი პროცედურა. ვერტმფრენზე ტარდება გამოძიება და მოხდება შესწავლა რა მოხდა“, - ამბობს ენერგეტიკის მინისტრი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ბორჯომის ხეობაში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, გვიან ღამით, თათბირი გამართა. თათბირს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს და დღის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს. თათბირის მონაწილეებმა მომდევნო დღეების განმავლობაში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.





