10 მაისი 2022, 11:20
თეა წულუკიანი: ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, გვაქვს ძალიან დიდი, საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის
პოლიტიკა

თეა წულუკიანი
ფოტო: არქივი
გაზიარება
დღეს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს. კულტურის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, თუკის ვამბობ იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მით უმეტეს წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესია, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოსა და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





