23 აგვისტო 2017, 08:58
დღეს გურიის ახალ გუბერნატორს წარადგენენ
პოლიტიკა

მერაბ ჭანუყვაძე
ფოტო: facebook
გაზიარება
გურიას დღეიდან ახალი გუბერნატორი ეყოლება. მისი წარდგენა დღეს არის დაგეგმილი. გურიის ახალ გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი წარადგენს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
ჭანუყვაძე აქამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა. გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.





