გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ხალხი შესარიგებლად მზად არ არის, არ აღიარებენ იმას, რაც ჩაიდინეს და კიდევ ძალმომრეობაზე არიან
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია
ფოტო: Imedi.ge
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ, „იმედის დღის“ ეთერში, ე.წ. საყოველთაო შერიგების იდეაზე ისაუბრა.
„ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ. მე არსად არ მიჩხუბია, ყველა პოლიტიკურ ბანაკში ჩემი სამეგობრო და საახლობლო მყავს, მაგრამ ეს ხალხი არ არის შესარიგებლად მზად, არ აღიარებენ იმას, რაც ჩაიდინეს და კიდევ ძალმომრეობაზე არიან. ყველამ რაღაც კომპრომისზე უნდა გავიაროთ, მაგრამ ადამიანი როდესაც არ აღიარებს თავის მინუსს ან შეცდომას და უარესს სჩადის, ეს კომპრომისი ვერ იქნება“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.





