ხატია დეკანოიძე: თავისუფლების ბედი ახლა წყდება
პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე
ფოტო: FACEBOOK
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ. საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა მიმდინარე კვირას, საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის ელჩის მიწვევას ითხოვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ელჩი მოვიწვიოთ სხდომათა დარბაზში როგორც საპატიო სტუმარი. მათ შორის დავუკრათ საქართველოს და უკრაინის ჰიმნები და მივცეთ მას სიტყვით გამოსვლის საშუალება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა წყდება თავისუფლების ბედი. ჩვენ რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს არ არის მხოლოდ უკრაინელი ხალხის ბრძოლა, მათ საკუთარი სისხლის ფასად აქვთ გამოცხადებული ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.




