09 თებერვალი 2022, 13:07
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს მთავრობა
გაზიარება
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, ცვლილებები ეხება მთავრობის ეკონომიკურ გუნდს - მინისტრთა კაბინეტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დატოვებს.
რომელ თანამდებობას დაიკავებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ვინ იქნება მისი შემცვლელი - ამ საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს.



