პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა
პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კახას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, თუმცა პატივს სცემენ.
„გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს, მე კი გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, თუმცა ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





