23 დეკემბერი 2021, 16:32
ლევან ნიკოლეიშვილი: ჩემი ინფორმაციით, ხვალ გახარია სააკაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც შიმშილობის დაწყებას აპირებს
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: Facebook
გაზიარება
ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშლობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.
„ჩემი ინფორმაციით, ხვალ გიორგი გახარია შეხვდება მიშა სააკაშვილს, რის შემდეგაც ის შიმშილობის დაწყებას აპირებს“, - წერს ნიკოლეიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.





