სოხუმი: პენსის ვიზიტისგან განსხვავებით, პუტინის ვიზიტი მშვიდობიანი იყო
პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტზე ქართული მხარის განცხადებებს პასუხობს.
"არაერთი პოპულისტური განცხადების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა წარმატებით ჩიარა. აფხაზურ-რუსული სტრატეგიული თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება.
NATO-ს სამხედრო წვრთნის ფონზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისგან განსხვავებით, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, რამაც დამატებითი გარანტიები შექმნა აფხაზეთის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის", - წერია ე. წ. უწყების განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინმა სოხუმში ჩასვლა აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს დაამთხვია, რაც ქართულმა მხარემ პროვოკაციად შეაფასა.





