გურიის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს
პოლიტიკა

გია სალუქვაძე
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას 14 აგვისტოს დატოვებს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
სალუქვაძის თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.
„სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე”, - აღნიშნა გია სალუქვაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის გია სალუქვაძეს გუბერნატორის პოსტზე. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ამ თანამდებობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაიკავებს.





