02 აგვისტო 2017, 19:09
აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის უწყების ერთ-ერთ საწყობში აფეთქება მოხდა
პოლიტიკა
გაზიარება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC-ს რუსულენოვანი გამოცემა წერს.
BBC-ს ცნობით, აფეთქება გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან მდებარე სამხედრო საწყობში მოხდა. აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძროს სამი ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც გამოცემა წერს, აფეთქების შედეგად არიან დაშავებულებიც.





