გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ
პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმურობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„კანონმდებლობა, პოლიტიკური პროცესი, საერთაშორისო შეთანხმებები, პრაქტიკა, ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმურობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასე იყო 2020 წელს და პარტია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს იყო არა „ქართული ოცნება“, არამედ ჩვენი სხვადასხვა ოპოზიცური პარტიები“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.





