ბორჯომში ქაღალდებისთვის, პოლიეთილენისა და მინის ბოთლებისათვის განკუთვნილი ურნები დაიდგმება
პოლიტიკა

„ბორჯომი ყველაზე სუფთა და ლამაზი“- ამ სახელწოდების კამპანიის მიზანი ბორჯომში ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაციაა. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, ქალაქში 5 ლოკაციაზე განთავსდება ურნები ნარჩენებისთვის, სადაც მათი 3 ფრაქციად დახარისხება მოხდება. ურნები განკუთვილი იქნება ქაღალდებისთვის, პოლიეთილენისა და მინის ბოთლებისათვის.
პროექტში ახალგაზრდები ჩაერთვებიან და აგვისტოდან ბორჯომში, ხალხმრავალ ლოკაციებზე აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიებს, დაგეგმავენ და გადაიღებენ სოციალურ ვიდეო რგოლებს.
პროექტს ახორციელებს ტელეკომპანია „ბორჯომი“, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მხარდაჭერით.




