ნარმანია სატრანსპორტო კომპანიას აფრთხილებს
პოლიტიკა

თბილისის მერი მიკროავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომლის ამსახველი ვიდეოც დღეს გავრცელდა.
"სამწუხაროდ, ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილში კონდიციონერი არ მუშაობს. ვატარებთ მონიტორინგს. მხოლოდ ერთ მესამედშია ჩართული. ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას, უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ქმედებებს. შეურაცხყოფის მიყენება უნდა დაისაჯოს. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი წინამორბედების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, ძალიან მკაცრი მექანიზმების გატარების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით, რათა უზრუნველყონ წესრიგი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.




