ანი გუმბერიძე
საია: კახიძის აქციაზე იარაღით მისვლის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება დაგვიანებულია
პოლიტიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მარჯანიშვლის მოედანზე გამართულ აქციაზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ოთო კახიძის იარაღით მისვლის ფაქტი შეაფასა.
ორგანიზაციის ადვოკატის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე იარაღის ქონა აკრძალულია. თუმცა იურისტი გამარტავს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა და ამას მასობრივი ხასიათი არ მიუღია.
„კონკრეტულ შემთხვევაში ნათელია, რომ ეს დარღვევა არ იყო მასობრივი ხასიათის და ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა. ამ შემთხვევაში მერიის წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს აქციის ორგანიზატორს ამ დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე, მისცეს 15 წუთი და ამ დროში კონკრეტულმა ადამიანმა იარაღთან ერთად უნდა დატოვოს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების ადგილი. ეს არის კანონის მოთხოვნა, რასაც მოყვება კონკრეტული შედეგი. დღეისთვის სამართლებრივი რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით დაგვიანებულია“, -განაცხადა გიორგი გოცირიძემ.





