23 ივლისი 2017, 14:04
დავით კაპიტანოვი
მზიურის კორტებზე ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა შეჯიბრი მიმდინარეობს
პოლიტიკა

ტურნირი მზიურის კორტებზე
ფოტო: დავით კაპიტანოვი
გაზიარება
მზიურის საჩოგბურთო კორტებზე ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის „ვაკის თასის“ გათამაშება მიმდინარეობს. შეჯიბრი ვაკის რაიონის გამგეობისა და ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში მიმდინარეობს და ტურნირში სულ 60-მდე ვეტერანი და მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობს.
ფინალური შეხვედრები დღეს, საღამოს 7 საათზე დაიწყება.





