პრეზიდენტის ვეტოსა და რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ხვალ ბიუროზე იმსჯელებენ
პოლიტიკა

ხვალ, 11:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტის ვეტოსა და რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე იმსჯელებენ. ხვალვე ბიუროზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობიან. რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ 26 ივლისს გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი - ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული ორ სხვადასხვა კანონროექტი.
”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის მორტივირებული შენიშვნები 28 გვერდისგან შედგება.
საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს 21 ივლისს გადაეგზავნა.
მარგველაშვილის პრესამსახურმა შენიშვნები პრეზიდენტის ვებგვერდზე გაავრცელა.
პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.





