ცხადაძემ “ქაირათის“ მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
პოლიტიკა

კახა ცხადაძე
კახა ცხადაძე ალმა-ათის “ქაირათის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პოსტის დატოვების მიზეზი გახდა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „შკენდერბეუსთან" წაგება - ორი მატჩი ჯამში ანგარიშით 1:3.
ამასთან, ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ სპეციალისტს ყაზახეთის პრემიერლიგის შეხვედრაში "აკჟაიკთან" 87-ე წუთზე გულშემატკივრების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტების ჩვენების გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 300 000 ტენგეს გადახდა დაეკისრა.
ცხადაძე ყაზახურ გუნდს სათავეში გასული წლის გაზაფხულზე ჩაუდგა, მასთან ერთად ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიპოვა.





