21 ივლისი 2017, 10:03
საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევამდე მარგველაშვილის შენიშვნებს გაეცნობა
პოლიტიკა

გაზიარება
საპარლამენტო უმრავლესობა ორი ვეტოს დაძლევამდე გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს გაეცნობა - პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს დღეს გადაუგზავნის. კენჭისყრამდე დეპუტატებს შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წარუდგენს საკომიტეტო ფორმატში. რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე ბიურო ორშაბათს იმსჯელებს. სხდომა ქუთაისის პარლამენტში, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილმა ვეტო თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს დაადო.




