სავარაუდო მუქარის ფაქტზე დღეს გია კორკოტაშვილი გამოიკითხება
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
გაერო-ში საქართველოს ახალგზარდობის ყოფილი ელჩის თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით სავარაუდო მუქარის საქმეზე დღეს სამართალდამცავები გია კორკოტაშვილს გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
თავად, დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ორშაბათს იმყოფებოდა. მის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები, 16 ივლისს, Facebook-ზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ. აგრესიული კომენატრები, დოლიძის მიერ „ქართული მარშის“ გაპროტესტებამ გამოიწვია.





