27 მაისი 2021, 21:02
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
უმრავლესობის კანონპროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის ცხრა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.




