www.imedi.ge
ანრი ოხანაშილი: „ლელოს“ წარმომადგენლები აყენებენ ისეთ კატეგორიულ მოთხოვნებს, რომელიც პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის კანონპროექტის არსს
პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კახა კუჭავასთან შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.
შეხვედრის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერ თანხმდება.
„ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ შევაჯერეთ დღეს საკითხი, გახლავთ ის, რომ თვითონ ოპოზიციაში არის გაურკვევლობა. არ არიან ჩამოყალიბებულები ერთიან პოზიციაზე. რომ დაგიკონკრეტოთ, „ლელოს“ წარმომადგენლები აყენებენ ისეთ კატეგორიულ საკითხებსა და მოთხოვნებს, რომელიც პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის კანონპროექტის არსს. სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს უფრო მეტად აქვთ თანამშრომლობის მოლოდინი გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით. ამიტომ იყო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კონკრეტული შეთავაზება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, „ქართული ოცნება“, გამოვთქვამთ მზაობას, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და დავაახლოოთ პოზიციები“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხზეც ისაუბრა.
„მე მგონი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანს აიძულო ის, რაც არ სურს. და ამ ადამიანს თუ არ სურს ამნისტია როგორ ვაიძულოთ, რომ გინდა თუ არა შეეხოს?“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.




