დარეჯან ჩხიკვაძე
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ქართველი კაცი გარდაიცვალა
პოლიტიკა

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული კაცი გარდაიცვალა. 60 წლის კაცი გერასუნის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაშავებულის ახლობლებს დღეს მკურნალი ექიმი შეხვდა. "ექიმმა გვითხრა, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს. მას განუვითარდა ძლიერი სისხლჩაქცევები, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში იგი აპარატიდან გამორთონ. ექიმმა უკვე მოგვისამძიმრა,"- განაცხადა დაშავებულის ახლობელმა.
გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედირები მალევე დაიწყება. არ არის გამორიცხულო, რომ დღესვე გადმოასვენონ. ყტაპიზონთან მომხდარი ავარიის მონაწილე ავტობუსის მძღოლი ამ წუთებში იენისენის პროკურატურაში იმყოფება, როგორც თარჯიმანმა განაცხადა, მისი დაკითხვა გადაიდო.
უკვე დაიკითხა ავტობუსში მყოფი ყველა პირი. ამ დრომდე თურქეთის სამ საავადმყოფოში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება სამკურნალოდ.
ავარიის დროს დაშავებულთა ნაწილი საქართველოში გუშინ და გუშინ წინ დაბრუნდა.
ავტობუსი, რომელსაც "ერისიონთან" არსებული ცეკვის ანსამბლი "ლამპრები" ბულგარეთში გადაჰყავდა, 16 ივლისს, გამთენიისას გზაზე ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი იყო.





