ნინო არღვლიანი
ბაქრაძე: ველით, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს
პოლიტიკა

ოთარ კახიძე გიგა ბოკერია დავით ბაქრაძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წევრები "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეხვდნენ.
დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ოპოზიციამ თამაშის წესები არ იცის და ამიტომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესების საერთაშორისო მონიტორინგი.
"ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე, პრობლემებზე, მათ შორის ძალადობის წახალისებაზე და დაუსჯელობაზე, ოპოზიციის ფინანსებზე. კამპანიის განმავლობაში NDI-ისთან კავშირზე ვიქნებით. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საკანონმდებლო ბაზა არ არის გარკვეული. "ქართული ოცნების" ვერსია დიდ წინააღმდეგობას იწვევს ოპოზიციაში, არასამთავრობოებში. ველით, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით თანაბარი გარემო ვერ იქნება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია ყველა პოლიტიკურ პარტიას ხვდება, მათ შორის თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს. შეხვედრები უკვე გაიმართა პრემიერთან, პრეზიდენტთან და "ქართულ ოცნებასთან".
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია რეკომენდაციებს 21 ივლისს წარადგენს.





