17 ივლისი 2017, 03:36
დარეჯან ჩხიკვაძე
თურქეთში ავარიის დროს დაშავებული ანსამბლის წევრები საქართველოში დაბრუნდნენ
პოლიტიკა

სარფი
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
გაზიარება
თურქეთში ავარიის დროს დაშავებული ანსამბლ "ლამპრების" წევრები საქართველოში დაბრუნდნენ. მათ საზღვარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და საკონსულოს წევრებთან ერთად გადმოკვეთეს. სარფში ბავშვებს მშობლები დახვდნენ.
თურქეთ-საქართველოს საზღვართან სასწრაფოს ჯგუფებიც იყო მობილიზებული. ვიდრე ჯგუფი თურქეთს დატოვებდა, მათი წევრები ტრაპიზონის საკონსულოში გადაიყვანეს, სადაც დეტალურად დაკითხეს. როგორც ამბობენ, გამოძიებას კითხვები ავარიის დეტალებზე და მის გამოწვევ მიზეზებზე ჰქონდა.





