არასაპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას კონსულტაციებს სთავაზობს
პოლიტიკა

კახა კუკავა
არასაპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ „თავისუფალი საქართვლოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„როგორც შეცდომა იყო ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმის ენით ოპოზიციასთან საუბარი, ასევე შეცდომა იქნება თუ ოპოზიციაც ულტიმატუმის ენას აირჩევს",- აღნიშნა კუკავამ.
მისივე თქმით, ოფიციალური განცხადების ტექსტი ორ დღეში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ოპოზიცია მასზე საბოლოოდ შეთანხმდება. დიალოგის რეჟიმში კი მთავარი განსახილველი საკითხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი იქნება.
კუკავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის შიგნით საარჩევნო წესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვს
„ჩვენ ახლა ვერ დავწერთ კარგ კონსტიტუციას, გამორიცხულია, ამაზე 2020 წლის მოწვევის პარლამენტმა უნდა იზრუნოს. უმრავლესობის შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც შეცდომით არიან მოხვედრილები და ასე ვთქვათ, ტყემალზე ზიან. მათი მხრიდან კონსენსუსის იმედი არ გვაქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც პირადად ნახეს როგორი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია და კარგად აცნობიერებენ, რომ ან იქნება კონსენსუსი ოპოზიციასთან ან საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში“,- განაცხადა კუკავამ.





