ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია
პოლიტიკა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი
ფოტო: Twitter
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.
„იმედის მომცემი ამბები საქართველოდან. პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია. იმედი მაქვს, რომ ყველა პასუხისმგებელი მხარე ხელს მოაწერს შეთანხმებას და შემდეგ ზედმიწევნით განახორციელებს მას. მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ყველა მხარეს შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის. ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია!“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
TWITTER POST




