გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე: 40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი
პოლიტიკა

გიგა ბოკერია
ფოტო: Facebook/არქივი
40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი სიმართლე გითხრათ, - განაცხადა „ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ტვ პალიტრის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას ან პლებისციტზე - ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. „40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი სიმართლე გითხრათ, ისედაც საკმაოდ ბუნდოვანი ფრაზებით საუბრობდა ბატონი თალაკვაძე, მაგრამ ჩვენი ზღვრები ყველასთვის ცნობილია, ან უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე, ან პლებისციტზე, ხალხს ვკითხოთ, სურთ თუ არა რომ მაგალითად არჩევნები იყოს 2022 წლის დასაწყისში“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს




