დარეჯან ჩხიკვაძე
იან კელი: რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებამდე ბორდერიზაციის პრობლემა უნდა აღმოიფხვრას
პოლიტიკა
ვიდეო: დაჯი ჩხიკვაძე
საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" - გახსნაზე განაცხადა.
იან კელი მიიჩნევს, რომ ურთიერთობის დარეგულირებამდე, უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა.
"რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის უფრო მაღალ დონეზე აყვანას, მე ვიტყოდი, რომ ამისთვის უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, ჯერ აღმოიფხვრას ბორდერიზაციის პრობლემა და ასევე პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, რა ურთიერთობა ექნება სხვა ქვეყნებთან, როგორ სტრუქტურებში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და შემდეგ უკვე სხვა დონეზე გადასვლა", - განაცხადა იან კელიმ.





