ალეკო ელისაშვილი: იმედი მაქვს, ხალხი დამაფინანსებს
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ არჩევნების მოგებისთვის დიდი თანხა სულაც არ არის საჭირო. მას ხალხისგან დაფინანსების იმედი აქვს.
"ძალიან ცოტა ფული მაქვს. ახლა კამპანიის რამდენიმე ნაბიჯს გადავდგამ. მე მაქვს იმედი რომ ხალხი იქნება ჩემი დამფინანსებელი და მათი შემოწირული თითოეული ლარი იქნება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი", - ამის შესახებ ელისაშვილმა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" განაცხადა.
"ძალიან იაფ კამპანიას წარვმართავ მე. და ეს არის მითი და ტყუილი, რომ დიდი ფული ჭირდება. დიდ ფულს იპარავენ პოლიტიკოსები და პარტიები კამპანიის დროს. ასეთი ფული როგორ ხვდება იცით? მაჟორიტარები რატო არიან ათაბაბადან მოყოლებულები, რომ დაბერდნენ პარლამენტში. წინასაარჩევნოდ იხდიან ფულს, აძლევენ ფულს და შემდეგ 100 იმდენი ამოაქვთ", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი.
ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიცილურად გუშინ წარდგა.





