12 ივლისი 2017, 20:14
ოკუპანტების რუკაზე კნოლევი და ცერონისი არ არის
პოლიტიკა
გაზიარება
დღეს “ქრონიკამ“ 2008 წლის 7 აგვისტოთი დათარიღებული საიდუმლო რუსული სამხედრო რუკა მოიპოვა, რომელზეც ყველა ის ადგილია აღნიშნული, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა ბანერი აღმართა. საინტერესოა, რომ ამ რუკაზე კნოლევი და ცერონისი - ორი სოფელი, სადაც ეგრეთ წოდებული საზღვარი ბოლოს მოინიშნეს, არ არის.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. საზღვრების მონიშვნისას გამოიყენება ასევე საბჭოთა კავშირის დროინდელი კარტოგრაფიაც.
საოკუპაციო ხაზთან შექმნილ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით დასკვნას საერთაშორისო მისიები ამზადებენ, თუმცა ეს დასკვნა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.





