IMEDI
ვახტანგ მეგრელიშვილი: საჭიროა ძალიან კონკრეტული გზის დანახვა, როგორ შეიძლება კრიზისიდან გამოსვლა, მხოლოდ მოწოდება აღარ გვშველის
პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი
ფოტო: არქივი
საჭიროა ძალიან კონკრეტული გზის დანახვა, როგორ შეიძლება კრიზისიდან გამოსვლა, მხოლოდ მოწოდება აღარ გვშველის, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, „გირჩი“ მოლაპარაკებებში იყოს დაბრკოლება. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, სადაც „გირჩს“ შეუძლია პოზიტივის შეტანა.
„თავს ხო არ მოვიტყუებთ. ხომ ვიცით, მთელი ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტი ბოიკოტირებულია და თითოეული შეხვედრა, როგორც დეგნანი აცხადებს, მაგით იწყება, რომ ზოგადად საპარლამენტო ცხოვრება არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ არ ვართ ჩვენ მთლად დემოკრატიული ქვეყანა და ვართ იმ კრიზისში, რომელშიც ვართ. ერთი უბრალოდ მოწოდებით არაფერი გამოდის. საჭიროა ძალიან კონკრეტული გზის დანახვა, როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან გამოსვლა. მხოლოდ მოწოდება აღარ გვშველის. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკების მთავარი პრობლემა, თუ ვინმეს არ ესმის, გავიმეორებ, რომ „გირჩი“ შეუძლებელია, იყოს ამ მოლაპარაკებების რაიმე დაბრკოლება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ამ დაპირისპირებულ მხარეებში ჩვენ შეგვიძლია, პოზიტივი შევიტანოთ. ვცდილობთ თუ არა? კი ვცდილობთ. გამოგვდის თუ არა? ჯერ არ გამოგვდის. მაგრამ ჩვენ არ ვართ მოლაპარაკების მთავარი ობიექტი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.





