მიხეილ ხაჩიძე
სებასტიან კურცი: საქართველო ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს
პოლიტიკა

სებასტიან კურცი
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი "ტელეიმედთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ მეზობელ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს.
"ეუთო არის დიდი ორგანიზაცია, მის ყველა წევრ ქვეყანას თავისი ადგილი აქვს. ჩვენ ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობებს ვამყარებთ. ბევრჯერ ყოფილა სამეზობლო პოლიტიკაში მოსაზრება და გარკვეული ვარაუდი, რომ ქვეყნებს უნდა აერჩიათ რუსეთი ან ევროკავშირი, ჩვენ ამ აზრებისგან და მსგავსი პოლიტიკისგან უნდა გავთავისუფლდეთ. ისეთი ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირს უფრო დაუახლოვდნენ და ამ დიდი ოჯახის განუყოფელი წევრები გახდნენ, ამავდროულად შეინარჩუნონ კონსტრუქციული დამოკიდებულება რუსეთთან", - განაცხადა სებასტიან კურცმა.
ეს განცხადება სებასტიან კურცმა ავსტრიაში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ მინისტერიალზე გააკეთა.





