კახაბერ კუპატაძე
პრემიერმინისტრი პრეზიდენტის შეთავაზებას პასუხობს
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
ფოტო: კახა კუპატაძე
პრეზიდენტის შეთავაზებას კონსტიტუციის პროექტზე კონსესუსის მიღწევასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, ის მზად არის ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებთან დაჯდეს და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზეც წავიდეს.
"სამწუხაროდ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ამ საკითხის მიმართ არ არის განწყობილი კონსტრუქციულად, რათა ჩვენ უფრო ფართო კონსესუსს მივაღწიოთ. კონსტიტუციის ცვლილებების წერის პროცესში იყო შექმნილი კომისია, რომელშიც ყველას ჰქონდა საშუალება ჩართულიყო, მათ შორის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. დღეს საკითხი ორი მოსმენით უკვე მიღებულია. ჩვენ მზად ვართ კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ვიპოვოთ საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და ჩვენი მხრიდან რაღაც დონის კომპრომისი იქნება. მზად ვართ ჩავერთოთ ოპოზიცურ პარტიებთან მოლაპარაკებებში",- განუხადა პრემიერმინისტრმა imedinews-ს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევის მიზნით პოლიტიკურ პარტიებს შეხვედრას სთავაზობს. განცხადება ამის თაობაზე, პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ 7 ივლისს გააკეთა.





