დარეჯან ჩხიკვაძე
ხულოში, მწვანე ტბასთან ტურისტებს ეძებენ
პოლიტიკა

მწვანე ტბა ხულო
ხულოში, მწვანე ტბასთან ტურისტებს ეძებენ. როგორც imedinews-ს ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, სამაშველო სამსახურში ტურისტების გაუჩინარების შესახებ ზარი ერთი საათის წინ შევიდა. მისივე თქმით, ტურისტები, რომლებიც მწვანე ტბისკენ გადაადგილდებონენ, ცუდი ხილვადობისა და ნისლის გამო, სავარაუდოდ ცენტრალ გზას ასცდნენ და მანქანა ჭაობში ჩაუვარდათ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. სამაშველო ბრიგადა უკვე გასულია შემთხვევის ადგილზე. დადგენილია ადგილი, სადაც იმყოფებიან ამჟამად ტურისტები და სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მათი გამოყვანა მოხდება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ტურისტულ ჯგუფში და რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან.





