07 ივლისი 2017, 16:27
რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ერთმანეთს შეხვდნენ
პოლიტიკა

დახვედრის ცერემონია
გაზიარება
ანატოლი ბიბილოვი სოხუმში უკვე ჩავიდა. თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ მას დახვედრის ოფიციალური ცერემონია მოუწყო. ინფორმაცია საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვენელების შეხვედრის შესახებ ხაჯიმბას ადმინისტრაციის ვებგვერდზე ვრცელდება.
ცერემონიას ორივე ე.წ. რესპუბლიკის თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ბიბილოვი სოხუმში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა. ის აფხაზეთში სტუმრობას ხვალ, 8 ივლისს დაასრულებს.





