07 ივლისი 2017, 13:17
ბიბილოვი მოსკოვიდან სოხუმში ჩადის
პოლიტიკა

ანატოლი ბიბილოვი
გაზიარება
სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვიდან, სადაც "გაზპრომს" სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციაზე შეუთანხმდა, სოხუმში ჩადის.
ე. წ. პრეზიდენტების შეხვედრას მმართველი გუნდი საქართველოს სუვერენტიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ეკა ბესელიას განმარტებით, ხელისუფლება რეაგირებისთვის საერთაშორისო ფორმატებს იყენებს. ოპოზიცია კი, მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.





