ანა შეპკინა
გორელ ამომრჩეველს პეტიციის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა აქვს
პოლიტიკა

გორი
გორელ ამომრჩეველს პეტიციის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა აქვს. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, სადაც ამომრჩევლებს პეტიციის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული საკითხის ინიციატორი გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ როსებაშვილია და მიზნად ისახავს ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.
საკითხის მომზადებასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში საკრებულოს დახმარება სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა გაუწია. ინიციატივის განხორციელება პროექტის „ინოვაციური მიდგომების გამოყენება მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მოხდა, რომელიც განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
პეტიციის ელექტრონულად წარმოების და პრეზენტაცია დღეს გორის მუნიციპალიტეტის შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.





