04 ივლისი 2017, 14:05
ლეილა ჯავახიშვილი
დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს
პოლიტიკა

ფოტო: ლელა ჯავახიშვილი
გაზიარება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი პერიოდისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს ავრცელებს. ცენტრის განმარტებით, ამ პერიოდში იზრდება მწვავე დიარეის შემთხვევების რიცხვი. რეგისტრირებულ შემთხვევათა ნახევარზე მეტი დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. ცენტრი პაციენტებს თვითმკურნალობის გამორიცხვისკენ, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს კი, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.





