სოფიკო ბერიძე
ზაალ უდუმაშვილი: გაზაფხულიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება
პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გაზაფხულიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება. „ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, საქართველოს მოსახლეობა არ აპირებს შეეგუოს მოცემულობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააყენა.
„იქნება ძალიან ძლიერი პროტესტი, მათ შორის ქუჩის პროტესტი. დღეს ყველას ეშინია ამ სიტყვა რევოლუციის, მაგრამ რევოლუცია არ გულისხმობს ზარბაზნებით, თოფებით და ხელკეტებით ქუჩაში გამოსვლას. რევოლუცია გულისხმობს იმას, რომ მშვიდობიანი პროტესტით მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძე მშვიდობიან რევოლუციას აანონსებს და აცხადებს, „როდესაც ძალაუფლებას არ თმობენ, მოქალაქეებს ერთადერთი გზა რჩებათ - რევულუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება“.





