ზურაბ ჯაფარიძე მშვიდობიან რევოლუციას აანონსებს
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: არქივი
როდესაც ძალაუფლებას არ თმობენ, მოქალაქეებს ერთადერთი გზა რჩებათ - რევულუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. რევოლუცია მაინცდამაინც ფიწლებს, სისხლსა და სროლას არ ნიშნავს, მე მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს ვუჭერ მხარს“ - აცხადებს პოლიტიკური პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.
„არ მგონია, რომ შეთანხმების რაიმე რესურსი არსებობდეს. ის რომ არსებულიყო, მეხუთე რაუნდი აქამდე ჩაინიშნებოდა. უკვე გავიდა მეოთხე რაუნდიდან. ეს არ მოხდა იმის გამო, მომლაპარაკებლები პოზიციების დაახლოების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. „ქართული ოცნება“ ვერ ქვეყნის შიგნით და ვერც ფარგლებს იქით, ვერ გრძნობს წნეხს. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე დათმობაზე წამოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება მიიტაცა“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.





