მაია ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო საქმიანობა ნამდვილად უპრეცენდენტო შემთხვევაა
პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი
ფოტო: Imedi
როდესაც ვსაუბრობთ, უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო საქმიანობაზე, დამეთანხმებით, ნამდვილად უპრეცენდენტო შემთხვევაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
„ფონდი „ქართუ“ ძალიან დიდი ხანია საქმიანობს. ეს არის განათლება, სოფლის მეურნეობა, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, იფრასტრუქტურის მოგვარება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობას ამის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა. გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჩვენ ამ დღეებში შევიტყვეთ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას ანალოგი არ აქვს. ადამიანი, ოჯახი, თავისი ქონების 95%-ს საქველმოქმედო საქმიანობისთვის გადასცემს, ეს ხდება მაშინ, როდესაც თავად ოჯახი აქტიურია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება და საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი „ქართუ“ გააგრძელებს, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ, უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო საქმიანობაზე, დამეთანხმებით, ნამდვილად უპრეცენდენტო შემთხვევაა. მსოფლიოში ძალიან გაგვიჭირდება ასეთი ტიპის შემთხვევების მოძიება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.





