დავით სონღულაშვილი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი კითხვების გარეშე დაგვიდგა მხარში
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება და ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე დაგვიდგა მხარში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი შეფასებით, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებამ გააბათილა მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს საბიუჯეტო დაფინანსებას არ გამოუყოფდა.
აქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან $132 მილიონზე მეტს მიიღებს. ეს გათვალისწინებულია ამერიკის 2021 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ ამერიკის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები.




