მამუკა ხაზარაძე: არ მჯერა, რომ 2021-ში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მგონია, რომ 2022-ში სრული პროპორციული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია
პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
მამუკა ხაზარაძის თქმით, იდეალური იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, გულწრფელი უნდა ვიყო. მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნების ჩატარება. ეს იქნება გამოსავალი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.





