ლევან თარხნიშვილი ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლას ადასტურებს
პოლიტიკა

ლევან თარხნიშვილი
ფოტო: არქივი
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ელენე ხოშტარია აპირებს განცხადების გაკეთებას, შესაბამისად, მოდით მას დავუტოვოთ უფლება რომ თვითონ ისაუბროს რას აპირებს და როგორ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
„უაღრესად დადებითი პიროვნებაა, ჩემი ერთ-ერთი ახლო ადამიანი და მეგობარია, ასეთად დარჩება, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ის 15:00 საათზე, პარტიის ოფისში დანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრებს.




